სამკურნალო მცენარეთა კოლექცია


სამკურნალო მცენარეების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთი მდებარეობს წავკისის ხეობის მარჯვენა მხარეს. ნაკვეთის საერთო ფართობი 3 ჰა-ს შეადგენს. ხასიათდება საკმაოდ რთული რელიეფით, აღინიშნება სხვადასხვა ექსპოზიციის როგორც ციცაბო ფერდობები, ისე ნაკლებ დამრეცი ადგილები, შევაკებები და ტერასები, მოფენილია დიდი ზომის ლოდებით, რაც მას მაღალდეკორატიული ბუნებრივი კლდე-ბაღის იერს აძლევს. ნიადაგი უმეტეს შემთხვევაში მცირე სიღრმის, პრიმიტიული, ძლიერ ხირხატიანი, ყავისფერი შეფერილობის, მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის, ჰუმუსიანობა დაბალია – 1,5-2%. ზოგან დედაქანზე ნიადაგი საერთოდ არ გვხვდება და შიშველი კედლებიღა ჩანს. შედარებით ღრმაა მიწის საფარი ხელოვნურად შექმნილ თარგებზე.

კოლექცია უმთავრესად შედგება საქართველოს ფლორის სამკურნალო მცენარეებისაგან, თუმცა თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილია სხვა ფლორისტული ოლქების ის სამკურნალო მცენარეებიც, რომლებიც შესულია სხვადასხვა ქვეყნის ფარმაკოპეაში, კერძოდ: Ailanthus altissima, Bergenia crassifolia, Cupressus sempervirens, Iuniperus virginiana, Ricinus communis, Cedrus deodara, Diospyros virginiana, Cercis siliquastrum, Robinia pseudoacacia, Spartium junceum, Hypericum olympicum, Iris germanica, Hyssopus officinalis, Laurus nobilis, Jucca gloriosa, Lilium candidum, Hybiscus syriacus, Fraxinus ornus, Forsythia intermedia, Olea europaea, Mentha piperita, Thymus vulgare, Syringa vulgaris, Papaver somniferum, Spiraea trilobata, Ruta graveolens, Lavandula angustifolia, L. officinalis, Rosmarinus officinalis, Salvia officinalis, Vinca minor, Mahonia aquifolium, Vitex agnus-castus და სხვ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში (სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, აჭარა, მესხეთ-ჯავახეთი, ქართლ-კახეთი) ჩატარებული ექსპედიციებისა და თბილისის მიდამოებში (არმაზი, ბეთანია, ბევრეთი, დიღმისწყლის ხეობა, დიღმის დიდგორი, ვაშლიჯვარი, ვერეს ხეობა, ზედაზენი, თელეთისა და შავნაბადას ქედები, იალღუჯი, კარსანი, კიკეთი, კოჯორი, კუმისის ტბა, ლოჭინის ხევი, მართაზი, მარტყოფი, მამკოდა, მცხეთა, ნატახტარი, ნარდავაანთ კარი, ნორიოს სამონასტრო კომპლექსი, საბადური, საგურამოს ქედი, საწკეპელა, ტაბახმელა, უძოს მთა, ხეკორძულას ხეობა, შინდისი, შიომღვიმე, ცხვარიჭამია, წავკისი, წყნეთი, წოდორეთი, ჭილის ტბა და სხვ. ) ერთდღიანი მიზნობრივი საველე გასვლების შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოტანიკურ ბაღში არსებული სამკურნალო მცენარეების კოლექცია. ამჟამად, მათი რაოდენობა 460 სახეობას აღემატება, რომლებიც მიეკუთვნება 96 ბოტანიკურ ოჯახსა და 290-მდე გვარს. მათ შორის აღინიშნება ერთწლიანი და ორწლიანი ბალახოვანი მცენარეები, რომელთა რიცხვი წლების მიხედვით ვარირებს 25-35-მდე, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები 335 სახეობითაა წარმოდგენილი, ხე-ბუჩქები – 100-მდე სახეობით.

კოლექციაში არის საქართველოს სსრ წითელ წიგნში (1982) შეტანილი მცენარეები: Althaea officinalis, Amygdalus georgica, Berberis iberica, Celtis caucasica, Crataegus pontica, Dioscorea caucasica, Diospyros lotus, Erythronium caucasicum, Globularia trichosantha, Gymnospermium smirnowii, Hippophae rhamnoides, Iris iberica, Iuglans regia, Laurus nobilis, Paeonia carthalinica, P. lagodechiana, P. majko, P. mlokosewitschii, P.wittmaniana, Pistacia mutica, Punica granatum, Salvia garedji, Scabiosa olgae, Taxus baccata, Tulipa biebersteinian.

საქართველოს წითელ ნუსხაში (2006), IUCN-ის კრიტერიუმების შესაბამისად, სხვადასხვა სტატუსით შეტანილი სახეობებიდან, საკოლექციო ნაკვეთზე იზრდება: Amygdalus georgica, Crataegus pontica, Iuglans regia, Laurus nobilis, Pistacia mutica, Taxus baccata.

საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში (1978) შეტანილი ობიექტებიდან აღსანიშნავია: Atropa caucasica, Danae racemosa, Digitalis lanata, Dioscorea caucasica, Diospyros lotus, Glaucium flavum, Globularia trichosantha, Paeonia mlokosewitschii, Punica granatum, Ruscus colchicus, Scabiosa olgae, Taxus baccata.

საქართველოს ენდემები: Amygdalus georgica, Helleborus abchasicus, Gymnospermium smirnowii, Cerastium argenteum, Cyclamen colchicum, Galanthus kemulariae, G. woronowii, Iris iberica, Muscari alpanicum, Paeonia wittmaniana, P. mlokosewitschii, P. majko, P. ruprechtiana, P. carthalinica, Pulsatilla georgica, Psephellus carthalinicus, Symphytum grandiflorum, Swida armasica, Thymus tiflisiensis, T. ladjanuricus.

კავკასიის ენდემები: Atropa caucasica, Cephalaria gigantea, , Helleborus caucasicus, Ficaria ledebourii, Berberis iberica, Galanthus alpinus, G. lagodechianus, G. platyphyllus, Galega orientalis, Iris carthaliniae Isatis iberica, Ornithogalum magnum, Paeonia caucasica, P. lagodechiana, Pyrethrum carneum, coccineum, Primula woronowii, P. abchasica,P. ruprechtii, Pimpinella aromatica, Psephellus barbeyi, Salvia garedji, Salvia daghestanica, Sambucus tigranii, Symphytum caucasicum, Scabiosa olgae, Taraxacum praticola, Teucrium nuchense, Vicia grossheimii.

საკოლექციო ნაკვეთზე მოზარდი რელიქტებიდან აღსანიშნავია: Acer velutinum, Arum albispathum, Corylus avellana, Carpinus caucasica, Convallaria transcaucasica, Dioscorea caucasica, Eremurus spectabilis, Iuglans regia, Ficus carica, Punica granatum, Pinus eldarica, Paeonia tenuifolia, Ruscus ponticus, Spiraea hypericifolia, Taxus baccata, Quercus castaneifolia.

კოლექციაში წარმოდგენილი მცენარეები სხვადასხვა მცენარეულ დაჯგუფებებს მიეკუთვნებიან. აქ აღინიშნება ნახევრადუდაბნოს ქსეროფიტული ელემენტები: Artemisia lerchiana, A. absinthium, A. scoparia, Allium rotundum, A. atroviolaceum, Achillea biebersteinii, A. setacea, Gagea chlorantha, Daucus carota, Erodium cicutarium, Euphorbia helioscopia, Lepidium campestre, Lycopsis orientalis.

საკმაოდ კარგადაა წარმოჩენილი სტეპისა და მდელოს მცენარეები: Agrimonia eupatoria, Achillea neilreichii, A. setacea, A. biebersteini, Asparagus officinalis, Crocus speciosus, Galium verum, Echium vulgare, Filipendula vulgaris, Hypericum perforatum, Origanum vulgare, Iris pumila, I. iberica, I. reticulata, Paeonia tenuifolia, Potentilla argentea, Pyrethrum corymbosum, Psephellus carthalinicus, Peganum harmala, Ornithogalum ponticum, Salvia nemorosa, S. verticillata, Tulipa biebersteini, Zygophyllum fabago, Teucrium pollium, T. orientale, Tanacetum vulgare, Thalictrum foetidum. რომელთა სიჭარბე გამოწვეულია ადგილობრივ კლიმატთან მაღალი შემგუებლობით, რამაც ხელი შეუწყო ბაღის პირობებში ზოგიერთი მათგანის თვითნათესით გამრავლებას.

კოლექციის ბირთვს შეადგენს ტყის ელემენტები, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდებიან ტყეებში, ტყის პირებსა და ბილიკებზე. ამ ჯგუფის ინტროდუცირებული მცენარეებიდან აღსანიშნავია: Atropa caucasica, Arum albispathum, Aristolochia clematitis, Asparagus verticillatus, Asplenium trichomanes, Betonica officinalis, Campanula rapunculoides, Corydalis angustifolia, Convallaria transcaucasica, Colchicum umbrosum, Cyclamen vernum, Delphinium freynii, Digitalis ferruginea, Dioscorea caucasica, Doronicum orientale, Galanthus caucasicus, G. kemulariae, G. woronowii, G. lagodechianus, Geum urbanum, Glechoma hederaceae, Gymnospermium smirnowii, Fragaria vesca, Helleborus abchasicus, H. caucasicus, Lathyrus roseus, L. tuberosus, Melissa officinalis, Paeonia caucasica, P. mlokosewitshii, P. lagodechiana, Phyllitis scolopendrium, Polygonatum multiflorum, P. glaberrimum, P. orientale, Primula woronowii, P. macrocalyx, P. vulgaris, Pyrethrum parthenifolium, Scilla siberica, Viola alba, V. odorata, V. suavis, V. mirabilis, V. reichenbachiana, Tamus communis, Laser trilobum, Valeriana officinalis, Urtica dioica.

აღნიშნული ჯგუფის მცენარეები მეტნაკლებად გამოირჩევიან მორფოლოგიურად და ბიოლოგიურად ბუნებაში მოზარდი თანამოძმეებისაგან ერთი ან რამდენიმე ნიშან-თვისებებით: ჰაბიტუსით, ზრდა-განვითარების რიტმით, მსხმოიარობით, ფენოლოგიური ფაზების ვადებით და სხვ.

კოლექციაში ასევე წარმოდგენილია როგორც მაღალმთის – Pyrethrum coccineum, P. carneum, Lilium szovitsianum, Colchicum speciosum, Papaver orientale, Ornithogalum magnum, Trifolium ambiquum, Symphytum grandiflorum, Galanthus platyphyllus, ისე კლდე-ნაშალის მცენარეებიც, რომლებიც ჩვენს პირობებში კარგად ვითარდებიან, უხვად ყვავილობენ და თესლს იკეთებენ: Asphodeline lutea, Allium albidum, Dictamnus caucasicus, Centranthus longiflorus, Eremurus spectabilis, Poterium polygamum, Pyrethrum sericeum, Salvia dagestanica, Sempervivum transcaucasicum, Sedum album, S. acre, S. oppositifolium, S. subulatum, Tanacetum chiliophyllum, Thymus tiflisiensis.

აღირიცხა ნაკვეთზე ბუნებრივად მოზარდი ის სამკურნალო მცენარეებიც, რომლებიც სარეველა ელემენტებს მიეკუთვნებიან: Solanum nigrum, Tribulus terrestris, Echinops sphaerocephalus, Capsella bursa-pastoris, Fumaria officinalis, Chenopodium album, Xantium strumarium, Leucanthemum vulgare, Taraxacum officinale, T .vulgare, Leonurus quenquelobatus, Urtica dioica, Plantago lanceolata, P . major.