საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით ფუნქციონირებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება, რომელიც პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობის გზით, საზოგადოების ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის საქმიანობის შესახებ.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური, პერიოდულად ამზადებს პრესრელიზებს, სტატიებს, საინფორმაციო ბიულეტინებსა და პრეზენტაციებს, იკვლევს ბოტანიკური ბაღის საქმიანობის შესახებ საზოგადოებაში არსებული აზრისა და დამოკიდებულებას. ამასთანავე განყოფილება კოორდინაციას უწევს ბაღში დაგეგმილი სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ამზადებს საინფორამაციო, სარეკლამო და სხვადასხვა სახის ბეჭდური პროდუქციას. განყოფილება საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის იყენებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებ, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოფიციალური ვებ გვერდების მარვას და მათ მუდმივ განახლებას
ბოტანიკური ბაღის დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება კოორდინირებას უწევს ბოტანიკური ბაღის ტურისტულ მომსახურებას, ზრუნავს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დონის დახვეწა-განვითარებაზე.
განყოფილება ბაღის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად მუდმივად ამუშავებს სხვადასხვა წინადადებებს როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე მისი ცნობადობის გაზრდის მიზნით.