მცენარეთა ექსპერტიზა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კანცელარია მუშაობას კვლავ დისტანციურ რეჟიმში აგრძლებს. განცხადების მიღება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ - გვერდზე, (tbilisi.gov.ge) ელექტრონული განაცხადების თვითმომსახურების პორტალის გამოყენებით (იხ. ბმული: https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select) ან ხელმოწერილი და დასკანერებული განაცხადის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით: Info@nbgg.ge.

აქვე გაცნობებთ, რომ ხემცენარეთა აღწერა-შეფასების კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ხორციელდება დისტანციურად, რაც გულისხმობს, რომ როგორც განაცხადის მიღება, ასევე ყველა საჭირო დოკუმენტის გაფორმება (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) ხორციელდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

ხემცენარეთა აღწერა-შეფასების მომსახურების მოთხოვნით განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

• განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);

• მოთხოვნის ტექსტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უძრავი ქონების მისამართის და საკადასტრო მონაცემების შესახებ;

• განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს უძრავი ქონების მესაკუთრის ან მინდობილი პირის მიერ, რწმუნებულების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

განაცხადთან ერთად, განმცხადებლის მიერ დანართის სახით ელექტრონულად უნდა აიტვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• მიწის (უძრავი ქონების) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

• განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

• მინდობილობა (მინდობილი პირის არსებობის შემთხვევაში);

• ტოპოგრაფიული რუკა.

ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დისტანციური მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, ხემცენარეთა აღწერა-შეფასების მომსახურების ხელშეკრულების/მიღება-ჩაბარების დოკუმენტების ხელმოწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით, ID ბარათის გამოყენებით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საექსპერტო დასკვნა დამკვეთს ჩაბარდება საქართველოს ფოსტის საშუალებით.