2017 წლის 18 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში III სამეცნიერო კონფერენციის - “ბიომრავალფეროვნება და საქართველო”-ს პირველი სამუშაო დღე შედგა. ტრადიციულად, კონფერენცია ეძღვნება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს - 22 მაისს. 2017 წელს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის თემა გახლავთ “ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ტურიზმი”, რადგან გაეროს მიერ 2017 წელი გამოცხადებულია ტურიზმის წელიწადად. კონფერენცია ორ დღიანია და ის ხვალ, 19 მაისს დასრულდება.