აღმოსავლეთ აზიის ფიტოგეოგრაფიული განყოფილება ბოტანიკურ ბაღში დაარსდა 1936 წელს. მას დაახლოებით 2,0 ჰა ფართობი ეკავა ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობზე. 1965 წლიდან მცენარეთა კოლექცია გაფართოვდა, რისთვისაც ბაღის ტერიტორიიდან გამოიყო 2,5 ჰა მიწა სამხრეთის მიმართულებით და დღეს კოლექციის ფართობი 4,5 ჰა შეადგენს. სიმაღლე 470-540 მ ზღ. დ., ნიადაგი თხელი და განუვითარებელია, ძლიერ ხირხატიანი და წყალტევადობას მოკლებული. კოლექცია განლაგებულია მდ. წავკისისწყლის მარჯვენა მხარეს, მდინარის ნაპირიდან დაწყებული და გრძელდებოდა თაბორის ქედის ძირამდე.
აღმოსავლეთ აზიის ფლორა ყოველთვის იყო მეცნიერების ყურადღების ცენტრში. მას თითქმის არ განუცდია გამყინვარების პერიოდი. აქ დღემდე შემორჩენილია მარადმწვანე და ფოთოლმცვივ მცენარეთა მდიდარი გენოფონდი. ჩინეთ-იაპონიის წარმოშომის მერქნიან მცენარეთა ინტროდუქცია განსაკუთრებით გაძლიერდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში.
აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისში, ჩინეთ-იაპონური მცენარეების კულტურაში გამოყენების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირეა. შემზღუდავი ფაქტორებია: ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, ნალექების მცირე რაოდენობა, დაბალი ფართობითი ტენიანობა და ნიადაგის ტუტე რეაქცია. განსაკუთრებით კრიტიკულია ტენიანობის დეფიციტი. ჩვენთან შემოტანილი ჩინეთ-იაპონური წარმოშობის ეგზოტები ბუნებრივად გავრცელებულია ისეთ რაიონებში, რომლებიც ატმოსფერული ნალექებით უზრუნველყოფილ ზონად ითვლება. იქAატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1000-2600 მმ-ის ფარგლებში მერყეობს. Nნალექის უმეტესი ნაწილი გაზაფხულზე, ზაფხულზე და შემოდგომაზე მოდის. რეგიონი გამოირჩევა სავეგეტაციო პერიოდში უხვნალექიანობით, თბილისი კი ხასიათდება ჩინეთ-იაპონიის ეგზოტების ზრდისათვის შემზღუდავი, მკვეთრედ გამოხატული ზაფხულის მშრალი პერიოდით. ბუნებრივია, რომ აღმოსავლეთ აზიის მცენარეთა დიდ უმრავლესობას მეტ-ნაკლებად უჭირთ აქ ზრდა-განვითარება. 1970 წლისათვის ბოტანიკურ ბაღში იზრდებოდა ამ რეგიონის 455 მერქნიანი სახეობა და სახესხვაობა.
ბაღში, ხანგრძლივი გვალვების გამო, 248 სახეობა, რომლებიც ვერ შეეგუა ადგილობრივ ეკოლოგიურ პირობებს, ამოვარდნენ კოლექციიდან. მათ შორის, ჩინური 113, იაპონური 35, ჩინეთ-იაპონური 87, კორეის 13, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნიდან. დარჩენილი 207 სახეობიდან გვალვაგამძლეა 150 სახეობა, სხვადასხვა ხარისხით ზიანდება 160 ტაქსონი, დანარჩენი ვერ იტანს ატმოსფრულ და ნიადაგის სიმშრალეს. კალცეფობია. ნიადაგის ტუტე რექციის გავლენით იღუპება – Cryptomeria japonica, Cunninghamia lanceolata, Metasequoia glyptosrtoboida, Abies firna.
არადამაკმაყოფილებელი ზრდა-განვითარება აქვთ მაღალმთის მცენარეებს - Abies firna, A.homolepis, A.recurvata,A.veitchii, Picea smitiana, Pinus armanii. თბილისში მათთვის შემზღუდავია ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და დაბალი ფართობითი ტენიანობა, ხანმოკლე თერმოპერიოდიზმი, შეცვლილი სინათლის სპექტრი, თბილისში ხანმოკლე ზამთარი და სხვ. მათი უარყოფითი გავლენა აისახება როგორც ზრდაში, ისე უხარისხო თესლის განვითარებაში. ჩინეთ-იაპონიიდან მცენარეთა ინტროდუქცია უნდა მოხდეს იმ რეგიონებიდან, რომელთა სავეგეტაციო პერიოდის ჰიდროთერმული კოეფიციენტი არის 1 ან მასთან მიახლოებული.
მაღალი გვალვაგამძლეობით ხასიათდებიან ჩინეთ-იაპონიის ზოგიერთი მშრალი რეგიონის მცენარეები. Aამ მხრივ აღსანიშნავია – Ailanthus altissima, Broussonetia papirifera, Koelreuteria paniculata, Kolkwitzia amabilis, Ligustrum lucidum, Pistacia chinensis, Pinus bungeana, Platycladus orientalis , ამ რეგიონის თითქმის ყველა სახეობის სირვაშლა (Cotoneaster).
ბაღში თვითმოთესვით მრავლდება – Acer tetramerum var. betulifolia, Broussonetia papyrifera, Evodia hupehensis, Koelreuteria paniculata, Kolkwitzia amabilis, Pinus bungeana, Pistacia chinensis , Pteroceltis tatarinowii, Rhodotypus kerrioides, რომლებსაც ადაპტაციის მაღალი უნარიანობა ახასიათებთ.
2004 წელს ამ განყოფილებაში იყო დარგული საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს მიერ შემოტანილი მერქნიანი მცენარეების ბევრი სახეობა და კულტივარი – Chaenomeles superba ‘Elly Mossel’ ,Thujopsis dolobrata ,Chaenomeles superba ‘Crimson and Gold’,Weigela ‘Bristol Ruby’, Weigela ‘Olympiade’,Weigela ‘Eva Rathke’, Chaenomeles speciosa ‘Nivalis’, Lonicera henri, Cotoneaster lucidus ,Buddleja davidii ‘Black Knight' , Buddleja davidii ‘lle de France’, Buddleja davidii ’Royal Red’ , Buddleja davidii ‘Pink Derlight’, Ligustrum ovalifolium ‘Aureum’ , Viburnum plicatum ‘St.Keverne’ , Exochorda macrantha ‘The Bridge’, Deutzia hybrida ‘Pink Pom Pom’, Spiraea cinerea ‘Grefsheim’, Spiraea nipponica ‘Snowmound’, Spiraea densiflora , Spiraea japonica ‘Froebelii’, Berberis thunbergii ‘ Bonanza Gold’ , Berberis thunbergii ‘Bagatelle’ , Berberis thunbergii ‘ Red Pillar’, Berberis thunbergii ‘Kelleris’, Berberis ottawensis ‘Superba’ , Spiraea japonica ‘Goldflame’ , Spiraea japonica ‘Goldmound’ , Spiraea japonica ‘J apaness Dwarf ’, Spiraea japonica ‘Crispa’ , Spiraea japonica‘Antony Waterer’ , Spiraea japonica ‘Genpei’ , Spiraea densiflora, Spiraea prunifolia, ‘Spiraea nipponica ‘Snowmound’ , Spiraea vanhouttei ,Deutzia hybrida ‘Strawberry Fields’, Deutzia hybrida ‘Pink Pom Pom’, Spiraea cinerea ‘ Grefsheim’.
მერქნიან მცენარეთა კოლექციების გასამდიდრებლად პერსპექტიული სახეობებით, ფორმებითა და კულტივარებით ყოველ წელს გაზაფხულზე და შემოდგომით ბაღის სანერგიდან ნაკვეთებზე ირგვება ხე-მცენარეები. ამ კოლექციაში უკვე დარგულია - Acer burgerianum, Firmiana platanifolia, Pinus bungeana, Juglans mandschurica, Callicarpa bodinieri, Evodia henry.
ნარეები გეოგრაფიული პრინციპით არ ირგვებოდა, არის როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი სახეობები. კოლექციის აღდგენა დღესაც ამ პრინციპით გრძელდება.