კულტივარების კოლექცია


ბოტანიკურ ბაღში, 2004 წელს საქველმოქმედო ფონდი ‘ქართუ’-ს მიერ შემოტანილი იქნა 200-ზე მეტი მერქნიან მცენარეთა სახეობა, კულტივარი და ფორმა, რომლებიც დაირგა შესაბამის გეოგრაფიულ ნაკვეთებში და ბაღის სხვადასხვა დეკორატიულ თარგებში. ახალი ტაქსონები ხასიათდებოდა მაღალი დეკორატიული თვისებებით. აქ წარმოდგენილი იყო როგორც წიწვიანი, ასევე მარადმწვანე და ფოთოლმცვივი ხეები და ბუჩქები.
‘კულტივარების ბაღი’ - ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ახალი საკოლექციო ნაკვეთია, რომელიც შექმნილია ამ მაღალდეკორატილი სარგავი მასალით და დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაღის სპეციალისტებსა და დამთვალიერებლებს შორის. საკოლექციო ნაკვეთის ავტორია ლანდშაფტის არქიტექტორი ბ-ნი ჯონი გიორგბერიძე.
კოლექცია განლაგებულია ვაკე ადგილზე ბაღის ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს ტერიტორიას მცენარეთა კონსერვაციის განყოფილებიდან აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფართოფოთლოვანი ხეებისა და ბუჩქების კოლექციამდე. ზევიდან ესაზღვრება ფიჭვნარი.
მცენარეების დარგვის დროს გათვალისწინებული იყო კულტივარების ყველა თვისება – ეკოლოგია და მათი დეკორატიული ღირებულებები.
კულტივარების საკოლექციო ნაკვეთს ორ ნაწილად ჰყოფს საბაღო გზა, რომელიც გაფორმებულია მარადმწვანე კვიდოს ცოცხალი ღობით, საიდანაც ტერიტორიის ორივე მხრიდან აღიქმება კულტივარების ცალკეული მხატვრული ჯგუფები წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით.
კოლექციის გაფორმებაში გამოყენებულია მერქნიანი მცენარეების შემდეგი სახეობა, სახესხვაობა, ფორმა და კულტივარი – Thuja occidentalis ‘Woodwardii’, Pinus mugo ‘mughus’, Pinus mugo ‘Mops’, Chamaecyparis pisifera ‘Plumosa Aurea’, Acer platanoides ‘ Royal Red’, Juniperus x media ‘Blue and Gold’, Thuja occidentalis ‘Europe Gold‘, Thuja occidentalis ,‘Holmstrup’, Juniperus scopulorum ‘Blue Arrow’, Berberis thunbergii ‘Red Pillar’, Prunus cerasus ‘Pissardii’, Chamaecyparis pisifera ‘Boulevard’, Pinus nigra ‘Brepo’, Juniperus x media ‘Blue and Gold’, Juniperus squamata ‘Blue Carpet’, Juniperus horizontalis ‘Blue Chip’, Berberis verruculosa, Juniperus horizontalis ‘Blue Chip', Pinus strobus ‘Macopin’, Pinus leucodermis ‘Compact Gem’, Caragana arborescens ‘Pendula’, Taxus x media ‘Hicksii’, Juniperus sabina ‘Glauca’, Chamaecyparis pisifera ‘ Sungold ’, Euonymus fortunei ‘Gold’, Euonymus fortunei ‘Gajety’, Betula pendula ‘Yungii’, Berberis thunbergii ‘Harlequin’, Juniperus squamata ‘Meyeri’, Juniperus x media ‘Pfizeriana Aurea’, Juniperus sabina ‘Variegata’, Juniperus x media ‘ Gold Star’, Thuja occidentalis ‘Golden Globe’, Larix decidua‘ Repens’, Juniperus chinensis ‘Blue Alps’, Juniperus squamata ‘Meyeri’, Juniperus chinensis ‘Monarch’, Tsuga canadensis ‘Jeddeloh’, Morus alba ‘Pendula’, Juniperus chinensis ‘Stricta’, Juniperus chinensis ‘Obelisk’, Juniperus x media ‘Pfizeriana’, Thuja occidentalis ‘Fastigiata ’ .