„უთხარი პლასტმასს არა“ - ამ სახელწოდებით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და USAID-ის მიზნობრივი პროგრამის - “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” ფარგლებში ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეკოლოგიური კაბინეტის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქშოფი პლასტმასის ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების თემაზე. ასევე, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა თემატური ვიქტორინები და შემეცნებითი სახალისო თამაშები. ბოტანიკურ ბაღში დღესვე განთავსდა სპეციალური ურნებიც, რომლებშიც მოსახლეობას და დამთვალიერებლებს პლასტმასის ბოთლების ჩაყრა შეეძლებათ. შეგროვილი ბოთლები შემდგომი გადამუშავების მიზნით შესაბამის კომპანიას გადაეცემა..