3 მარტს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "მოდი ბაღში დედასთან ერთად" გაიმართა, სადაც დამთვალიერებლებს ბევრი სიურპიზი დახვდა
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნაკანი მამასახლისის და მისი ფოტო-სკოლის სტუდენტების გამოფენა დედის თემაზე
ბოტანიკური ბაღის ეკოგანათლების განყოფილების მიერ ჩატარდა მასტერკლასი ქოთნის მცენარეების სწორად ჩარგვასა და მოვლაზე, სადაც ბავშვებს შეეძლოთ ქოთნების მოხატვა და დედიკოებისთვის საჩუქრად გადაცემა მისალოც ბარათებთან ერთად
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა და დედებს დღევანდელი დღე მიულოცა
სტუმრად მოსულ ბავშვებსა და დედებს დახვდათ პინგვინ ივენთი / Penguin Events-ის გასართობი პროგრამა ანიმაციურ გმირებთან ერთად და გადაეცათ სხვადასხვა საჩუქარი
ბოტანიკური ბაღი ყველა მხარდამჭერ კომპანიას მადლობას უხდის მონაწილეობისთვის
შეგახსენებთ, რომ წინ ბევრი საინტერესო ფესტივალი და ღონისძიება გელოდებათ