დღეს, 22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა იაპონური ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის მერი - ბატონი დავით ნარმანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ბატონი დავით ჯალაღანია, იაპონიის ელჩი საქართველოში - ბატონი ტოშიო კაიტანი, სამშენებლო კომპანია კოსუგის გენერალური დირექტორი - ბატონი სატარო კოსუგი და კომპანია JTI-ს გენერალური დირექტორი ბატონი პოლ ჰოლოვეი. ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რომელიც სწორედ 22 ოქტომბერს აღინიშნება, მოწვეულმა სტუმრებმა იაპონური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბმოლურად დარგეს რამდენიმე ნერგი.