საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა, 28-29 ოქტომბერს ყვავილების გამოფენა მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ქრიზანთემების, გეორგინების, ცინიების, ანთირიუმების, ცელოზიების და შემოდგომის სხვადასხვა ყვავილების მრავალფეროვნება. ასევე მათგან შექმნილი კომპოზიციები. ღია გრუნტის მცენარეების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა სხვადასხვა სახეობები. გამოფენა ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში (Event Square) შედგა და მას 7000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.