საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა დედის დღე აღნიშნა და სადღესასწაულო სივრცეში ღონისძიება სახელწოდებით „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ გამართა. ღონისძიებაზე ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრებისა და ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერეის მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სტუმრად მოსულ პატარებს, ასევე, ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი და „Show-Time“-ის გასართობი პროგრამა დახვდათ. ღონისძიების სტუმრებს ბაღის დორექტორმა თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა და დედების დღე მიულოცა. "ბოტანიკური ბაღი სასიამოვნო და თბილი მოგონებების ბაღია. მჯერა, რომ ეს დღეც ჩვენი პატარებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღედ იქცევა", - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ. ბოტანიკურ ბაღს საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, დღეს, მშობლებთან და შვილებთან ერთად სტუმრობდნენ.