თესლის გაცვლითი ფონდი


მიჩნეულია, რომ ბოტანიკურ ბაღებს შორის მცენარეთა თესლის გაცვლას მე-16 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც იაკობ ბობარტმა შეადგინა ოქსფორდის უნივერსიტეტში შეგროვილი თესლის სია. ეს პრაქტიკა გადაიღო სხვა ბოტანიკურმა ბაღებმაც. Index Seminum რჩება ბოტანიკური ბაღების საქმიანობის ნაწილად.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში პირველი თესლის სია გამოიცა 1891 წელს (Каталог растений Тифлисского Ботанического Сада), სადაც წარმოდგენილი იყო ხეებისა და ბუჩქების (74) და მრავალწლოვანი მცენარეების (57) გვარი.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს კავშირი აქვს 50-მდე ქვეყნის 150-მდე ბოტანიკურ ბაღთან და სამეცნიერო დაწესებულებასთან. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი, იტალია, ავსტრია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, ნორვეგია, ა.შ.შ., პოლონეთი, ესტონეთი, ბელგია, ისლანდია, უნგრეთი, ჩინეთი, მონაკო, კანადა, რუსეთი, უკრაინა, შვედეთი, ინგლისი და სხვ.

მცენარეთა თესლის მოპოვების ეს სისტემა ჯერ კიდევ განიხილება, როგორც კოლექციების გამდიდრების ერთ-ერთი შესაძლო გზა.

2016 წლიდან კავკასიის რეგიონალურ თესლის ბანკს ეწოდა ეროვნული თესლის ბანკი. მას მართავს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კონსერვაციის განყოფილება. 2019 წლიდან თესლის ბანკის საქმიანობის ფართო სპექტრს დაემატა თესლის საერთაშორისო გაცვლის ფუნქცია. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს გამოიცა ბოტანიკური ბაღის პირველი თესლის სია (Index Seminum), რომელშიც თავმოყრილია გაცვლითი ფონდისათვის განკუთვნილი ბუნებაში შეგროვილი 90 ველური სახეობის მცენარის თესლი. თესლის გაცვლითი ფონდის კურატორია მარინე ხუნწარია.