პროექტის დასახელება:

Green Expo’18

ადგილმდებარეობა:

სადღესასწაულო სივრცე (Event Square)

ხანგრძლივობა:

2-3 ივნისი 2018წ.

გამოფენის საათები:

12:00 – 18:00



mtebi

პროექტის მიზანი:

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ღია სადღესასწაულო სივრცე “EVENT SQUARE”-ში 2017 წლიდან ყოველწლიურ მწვანე გამოფენას მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია მებაღეობის, ლანდშაფტის დიზაინისა და გამწვანების ექსპოზიციები. გამოფენის ფარგლებში ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, ბაღებს, ლანდშაფტის დიზაინის კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ თავისი პროდუქტის დემონსტრაცია ერთ სივრცეში, მოიზიდონ მომხმარებლები და დაამყარონ და გააღრმავონ ბიზნეს ურთიერთობები.


პროექტის არსი:

GREEN EXPO’18 -ის ფარგლებში სპეციალურად ეწყობა საგამოფენო სივრცე, დამზადდება ბანერები, საინფორმაციო დაფები და სხვა. მოეწყობა ბაღის მოწყობის საილუსტრაციო მასალები და მასტერკლასები, ბაღის მოვლასთან დაკავშირებით. ღონისძიება აქტიურად შუქდება სხვადასხვა საინფორმაციო არხების მეშვეობით, პირდაპირი ჩართვებით, რეპორტაჟებით და სხვა.