საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 20 და 21 ოქტომბერს პირველი პურის ფესტივალი გაიმართა. ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება. სწორედ ამან განაპირობა ფესტივალის იდეის წარმოშობა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში მოქმედ პურის მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ. პურის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში მიმდინარეობდა, სადაც წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურები, ასევე ქართული და უცხოური პური რომლის წარმოებაც საქართველოში ხორციელდება. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია და ქართული გენეტიკის სურსათი "გემოვანი". ნიშანი, რომელიც აერთიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის სასურსათო პროდუქტებს. ფესტივალს პარტნიორობას უწევდნენ ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება და რადიო პოზიტივი.