mtebi

თბილისის მაცხოვრებლებისა და ბაღის დამთვალიერებლებისათვის ბოტანიკურ ბაღში იაპონური მინიატურული ბაღი მოეწყო.

მსოფლიოში აღიარებული ტრადიციული იაპონური საბაღე ხელოვნების ნიმუში ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ღირსშე-სანიშნაობათაგანია, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა დამთვა-ლიერებლებს შორის.

მინიატურულ ბაღში შეგხვდებათ იაპონური ხელოვნების ისეთი ნიმუშები, როგორიცაა ტორისა და ნივამონის ჭიშკრები, ბედნიერებისა და იღბლის მომტანი სკულპტურა - ტასოტოს სტილის ქვის კოშკი, კასუგას ქვის ლამპარი და ტრადიციული იაპონური ალისფერი ხიდი.

ბარის ერთგვარი სიმბოლოა ფუჯის (ფუძიამას) მთის აღმნიშვნელი კონუსისებრი სკულპტურა და ფუჯისანის ვულკანური მთის ფერდობებიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლავის ქვები, რომლებიც იაპონური ბაღის უცვლელ ელემენტს წარმოადგენენ. იაპონურ ბაღში დაირგო სხვადასხვა სახეობის 200-მდე მცენარე მათ შორის, ნეკერჩხალი, ფიჭვი, ნაძვი, იაპონური ჭანჭყატი, როდოდენდრონი და რა თქმა უნდა, იაპონური ალუბალი - საკურა.

იაპონური ბაღის პროექტი ეკუთვნის იაპონურ კომპანია „Kosugi Zohen Co.“-ს, რომლის წარმომადგენლებიც ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან ერთად, უშუალოდ იყვნენ ჩართულები ბაღის მოწყობის პროცესში. ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოსა და იაპონიის მეგობრობას ეძღვნება, საქართველოში იაპონიის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ძალისხმევით, friend EXPO’70 FUND-ისა და კომპანია JTI-ს მხარდაჭერით განხორციელდა.