საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა პირველი ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება 2006 წლიდან დაიწყო, ხოლო 2018 წელს წელს შეიქმნა ეკოლოგიური განათლების განყოფილება, რომელიც თანამედროვე, აქტუალური და მრავალდონიანი პროგრამების და ღონისძიებების შემუშავების გზით სთავაზობს გარემოსდაცვით განათლებას სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებს.
   ბოტანიკურ ბაღებში ეკოლოგიური განათლების აქტუალობა დეკლარირებულია მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიით (GSPS 2011-2020) და ასახულია ბიომრავალფეროვნების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში (2014-2020) კონკრეტული მიზნების სახით და გულისხმობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, საარსებო გარემოს გაუმჯობესებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური განათლებას.
   ეკოლოგიური განათლების განყოფილების მიზანია გაზარდოს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო როლი, ფუნქცია და პოტენციალი საზოგადოებისათვის ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლობლო ატივობებისა და პროგრამების შეთავაზების გზით ხელი შეუწყოს მოქალაქეთა გარემოსდაცვით განათლებას, ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელებასა და მის პოპულარიზაციას, უზრუნველყოს ბოტანიკური ბაღის საქმიანობით ახალგაზრდების დაინტერესება და მუშაობის პროცესში ჩართვა.
   
   2018 წლის განხორციელებული პროგრამები და ღონისძიებები:
   
სასწავლო-შემეცნებითი ტურები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ხორციელდებოდა პერმანენტულად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, კვირაში ორჯერ სიხშირით. სასწავლო-შემეცნებითი ტურის პროგრამა გათვალისწინებული იყო თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაზე და მოიცავდა ბაღის ძირითადი ნაწილის დათვალირებასთან ერთად მოიცავდა ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ისტორიაზე, დღევანდელ მდოგმარეობაზე, აცნობდა ბაღის მცენარეთა კოლექციებს, მცენარეთა კონსერვაციის პროცესს, საბაღე ხელოვნებას (პარტერს) და იშვიათი და გადაშენებად მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს.
საჯარო ლექციები ბოტანიკურ ბაღში ტარდებოდა ბოტანიკური ბაღისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ მცენარეთა მრავალფეროვნების, მცენარეთა კონსერვაციის, ეკოლოგიის, ჰორტიკულტურის და ზოგადი ბიოლოგიის საკითხებზე. ლექციებს ესწრებოდნენ როგორც ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, ასევე სტუდენტები, მოსწავლეები და დაინტერესებული მოქალაქეები.
შემეცნებითი კონკურსი „iNaturalist” -ის პლატფორმაზე იყო ბოტანიკური ბაღის მიერ ორგანიზებული კონკურსი იყო ცნობილი პლატფორმის - „iNaturalist”-ის გამოყენებით და ითვალისწინებდა თბილისის მაცხოვრებლების ჩართვას მცენარეთა ურბანული მრავალფეროვნების აღწერისთვის. კონკურსის მეორე ეტაპი გრძელდება 2019 წელს.
ბოტანიკური ბაღის საკვირაო სკოლა წარმოადგენდა 2 დღიან თეორულ და პრაქტიკულ კურსს უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის. გაზაფხულისა და შემოდგომის ნაკადის მონაწილეებმა არაფორმალური განათლების გზით მიიღეს ინფორმაცია მცენარეთა მრავალფეროვნებაზე, მორფოლოგიაზე, მცენარეთა როლზე ეკოსისტემაში, წითელ ნუსხასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეებს უტარდებოდათ პრაქტიკული გაკვეთილები და საველე გასვლები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.
   
   სამომავლო პროგრამები და ღონისძიებები:
   
სასწავლო-შემეცნებითი ტურები სტუდენტებისთვის წარმოადგენს 2018 წლის პროგრამის გაგრძელებას და ითვალისწინებს ზოგად და სპეციალიზებულ ტურებს. ზოგადი ტურები განხორციელდება ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, ხოლო სპეციალიზებულ ტურებში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები გარემოსდაცვითი და საბუნებისმეტყველო მიმართულებებიდან.
კონკურსი - „iNaturalist - თბილისის ეკომონადირე“ წარმოადგენს 2018 წლის ღონისძიების მეორე ეტაპს და ითვალისწინებს თბილისის მაცხოვრებლების ჩართვას მცენარეთა ისეთი სახეობების აღწერაში, რომელიც არ არის ადგილობრივი და წარმოადგენს ეგზოტურ სახეობებს.
შემეცნებითი გაკვეთილი სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი სპეციალური, მეთოდური გაკვეთილია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს: სწავლება-ჩვენებას, მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას და სხვასხვა აქტივობებს, რომელსაც სწავლასთან ერთად გასართობი ხასიათიც აქვს.
ბოტანიკური ბაღის საკვირაო სკოლა 2018 წლის პროექტის გაგრძლეებაა, რომელიც მოიცავს მცირე, არაფორმალურ სასწავლო კურსს ბიომრავალფეროვნებით დაინტერესებული უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის. კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას პრაქტიკული ამოცანების შესრულებიდა და აქტიური საველე სამუშაოებით.
“Garden Games” წარმოადგენს სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრს საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. მონაწილე გუნდები სპეციალური რუკის დახმრებით გადაადგილდებიან ბოტანიკურ ბაღში და ერთმანეთს ორგანიზატორის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან. თამაშში გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
მოყვარულ მებაღეთა კლუბი წარმოადგენს მცენარეთა მოვლის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების კლუბს. კლუბის წევრებისთვის შედგება პერმანენტული შეხვედრები და სხვა აქტიოვობები რომლის საშუალებითაც მიიღებენ საჭირო ინფორმაციას საკუთარი ბაღის, ეზოს ან მეურნეობის მოვლისთვის, გაუზიარებენ გამოცდილებას ერთმანეთს და გაცვლიან აზრებს. შეხვედრების პარალელურად იფუქციონირებს ჯგუფი სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც გავრცელდება ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
   
   ეკოლოგიური განათლების განყოფილება საზოგადოებას მუდმივად სთავაზობს ახალ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია ბავშვების, მოსწავლეების, სტუდენტებისა და სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის, კერძოდ კი მცენარეთა მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციისკენ.