2016 წლიდან კავკასიის რეგიონულ თესლის ბანკს ეწოდა ეროვნული თესლის ბანკი. მას მართავს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კონსერვაციის განყოფილება. 2019 წლიდან თესლის ბანკის საქმიანობის ფართო სპექტრს დაემატა თესლის საერთაშორისო გაცვლის ფუნქციაც. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გამოიცა ბოტანიკური ბაღის თესლის პირველი კატალოგი (INDEX SEMINUM) რომელშიც თავმოყრილია გაცვლითი ფონდისათვის განკუთვნილი ბუნებაში შეგროვებული 90 ველური სახეობის თესლი. თესლის გაცვლითი ფონდის კურატორია მარინე ხუნწარია.