დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, ჩატარდა ლექცია "ტყე მომავლისთვის" ლექციას უძღვებოდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი. მომხსენებელმა ისაუბრა ტყეების მნიშვნელობაზე, ტყის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა სექტორში დაგეგმილ რეფორმებს: ინვენტარიზაციას, დოკუმენტირებას და საკანონმდებლო აქტების მოწესრიგებას, რომელიც ხელს შეუწყობს ტყის რესურსის მდგრად გამოყენებას. ლექციის შემდეგ საუბარი ინტერაქციულ რეჟიმში გაგრძელდა.