მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების (და არამხოლოდ) ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისთვის. ეს პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს, რასაც აჩვენებს ბენეფიციართა გაზრდილირაოდენობა და მოსახლეობის დაინტერესება საგანმანათლებლო პროგრამებით. ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი პროექტი საკვირაო სკოლაა, რომლის მონაწილეთა პირველ ნაკადს 12-13 მაისს ვუმასპინძლეთ. სასიამოვნო ფაქტია, რომ მოსწავლეები ინტერესდებიან გარემოსდაცვითი განათლებით, ბიომრავალფეროვნებით, ბოტანიკით და მცენარეა კონსერვაციის საკითხებით. საკვირაო სკოლის პირველი ნაკადის მონაწილეები, ორი დღის მანძილზე, გაეცნენ ეკოსისტემას, ეკოსისტემურ სერვისებს, ბალანსს კვებით ჯაჭვებს შორის და მცენარეთა როლს, ჩავუტარეთ ლექცია მცენარეთა საარსებო გარემოზე რომლის შემდეგ, გავიდნენ ველზე და შეაფასეს გარმოს გავლენა მცენარეთა ჰაბიტუსა თუ მორფოლოგიურ ცვილებებზე. კურსის მეორე დღე დაეთმო მცენარეთა მორფოლოგიურ შესწავლას, ჰერბარიუმის დამზადებას და კვლევას, წითელ ნუსხას, საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეების გაცნობას და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გარკვეული არეალის მცენარეთა მრავალეფეროვნების შესწავლას. კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. შეგახენებთ, პროექტი კვლავ გრძელდება და მასზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს, მე-8 დან მე-10 კლასის ჩათვლით.