დღეს ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ საპარკე სივრცეში ბონსაის კოლექციის ჩვენება გაიმართა, სადაც ბონსაის 20-მდე სახეობა იყო გამოფენილი

ბონსაის კოლექციის კურატორი დაინტერესებულ პირებს ბონსაის ზოგადი ცნობების შესახებ, მოვლასა და გამოყვანის ტექნოლოგიაზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა

ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ბონსაის კოლექცია სპეციალურ სადემონსტრაციო სივრცეში განთავსდება და დამთვალიერებლების დიდ მოწონებასაც დაიმსახურებს

ბონსაის ჩვენებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პარტნიორი, ჩიკაგოს ბოტანიკური ბაღის კოლექციების კურატორი ეწვია

ბოტანიკური ბაღის ბონსაის ჩვენებას ყოველწლიური სახე ექნება