დღეს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას უმასპინძლა. ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონიის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში სახელგანთქმული იაპონელი ოსტატები ჩამოდიან, რომლებიც თავიანთი ხელოვნებით აოცებენ ბაღის დამთვალიერებლებს. წელს კი ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ნიმუშები იაპონიიდან სპეციალურად მოწეულმა ოსტატებმა ნაოლო მაცუდაირამ და ლუკას აკემმა წარმოგვიდგინეს. - მოხარულნი ვართ, რომ იაპონურ ბაღში, რომელიც ქართველი და იაპონელი ხალხის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, მეორედ ვმასპინძლობთ ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას. შესანიშნავი იყო ოსტატ ნაოლო მაცუდარის მიერ ჩაის მომზადების ხელოვნების ჩვენება. წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული და უფრო დატვირთული გახდა იმით, რომ იაპონური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოსტატმა ლუკას აკემმა იაპონური კალიგრაფიის ნიმუშების, შოდოს შექმნის ნახვის შესაძლებლობა შემოგვთავაზა - განაცხადა საქართვეოლოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ. 🇯🇵 იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, იაპონური საელჩოსა და JTI-ს მხარდაჭერით 2016 წელს გაშენდა და ქართველ და იაპონელ ხალხთა შორის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.