3-5 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკრი ბაღის მასპინძლობით, ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩატარდა კავკასიის მცენარეთა კონსერვაციის რეგიონული სემინარი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ BGCI და MSBP. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბოტანიკური ბაღებისა და ბოტანიკის ინსტიტუტების წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი 2006 წლიდან ანხორციელებენ ex situ კონსერვაციის პროექტს Kew ბოტანიკურ ბაღთან ერთად.