საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 ინვნისს, რიგით მეორე მწვანე გამოფენა GreenExpo18 ჩატარდა. გამოფენაზე წარმოდგენილნი იყვნენ ბოტანიკური ბაღები, პარკები, სანერგეები, ლანდშაფტის დიზაინის კომპანიები, სტარტაპები და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საბაღე ექსპოზიციები, ნერგების მრავალფეროვნება, ღია გრუნტის მცენარეები, ტროპიკული მცენარეები, სუკულენტები, მწვანე არტი და ფლორისტული ნამუშევრები. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მასტერკლასები თემებზე: ბაღის დიზაინი, დეკორატიული მცენარეები, ვარდები და იასამნები. უამინდობის მიუხედავად გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა